შესაქმეს განმარტება

00027
ბიბლუსი, პროსპერო

წინამდებარე გამოცემით ჩვენ ვიწყებთ ბიბლიის ეგზეგეტიკის სერიის გამოცემას, რომლის მიზანია ქართულ ენაზე წარმოადგინოს ის საეკლესიო სწავლება, რომლითაც ბიბლიური ტექსტების გააზრებაა შესაძლებელი. აღნიშნული სერია, უწინარეს ყოვლისა, დაეხმარება უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტებს, უფრო ღრმად შეისწავლონ ბიბლიის წიგნები. წარმოდგენილ ტომში მხოლოდ ბიბლიის პირველი წიგნის, `შესაქმის~ ეგზეგეტიკას წარმოგიდგენთ. ცხადია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ წარმოდგენილი ნაშრომი აღარ საჭიროებს რაიმე სახის დამატებებს. ჩვენ მხოლოდ შევეცადეთ მაქსიმალურად გადმოგვეცა საეკლესიო ეგზეგეტიკა აღნიშნულ ბიბლიურ წიგნზე.
ჩვენ მადლირნი ვიქნებით მივიღოთ ყველა სახის შენიშვნა თუ სურვილი იმისათვის, რომ შემდეგი გამოცემები უფრო დახვეწილი იყოს.